გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის პორტფოლიო
https://drive.google.com/drive/folders/1CEJ0kHxTJGHoLjnyWuau4kvJlhgdt9ah?usp=sharing
გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:  თამარ შენგელია. პ/ნ: 37001043287
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: I საფეხური - V კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 8
გაკვეთილის თემა:
მონაცემთა წარმოდგენა და ინტერპრეტაცია - ცხრილი და დიაგრამა
გაკვეთილის მიზანი:
მოკლედ:   მოსწავლეს შეძლებს მონაცემთა თვისობრივ და რაოდენობრივ ინტერპრეტაციას და ელემენტარული ანალიზს. ( წინა ცოდნაზე დაყრდნობით: იცნობს ნატურალური რიცხვის, თანრიგების და კლასების, წილადის, ფართობის, დამრგვალების, დალაგების ცნებას და შეუძლია გამოიყენოს იგი საჭიროებისამებრ)
·                      
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო(წთ)
1
საორგანიზაციო საკითხები: მისალმება, აღრიცხვა, განწყობის შექმნა (ღიმილი, ...)

საერთო საკლასო
სახელმძღვანელო, საკლასო ჟურნალი,
1წთ
2
გაკვეთილის მიზნის გაცნობა. შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
ეკრანიდან - სქემის დახმარებით
საერთო საკლასო
კომპიუტერი. პროექტორი. მოკლე და კონკრეტული შეფასების სქემა თაბახის ფურცლებზე (დიდი შრიფტით) გასაკრავად. (ან ფლიპჩარტზე მარკერით დავწეროთ ძირითადი კრიტერიუმები)
2 წთ
3
გამოწვევა:
თემის გახსენება, წინარე ცოდნის გააქტიურება -
დავწერ დაფაზე სიტყვას „ მონაცემი“ მის ქვემოთ ორ სვეტად:
ერთში ჩამოთვლიან მონაცემთა შეგროვების ხერხებს: დაკვირვება, ექსპერიმენტი, გამოკითხვა და ა.შ ...
მეორეში - წარმოდგენის ხერხებს: ცხრილები, დიაგრამები, პიქტოგრამები და სხვა...
გონებრივი იერიში.

დიაგრამა - ასოციაციური რუკა.



ინდივიდუალური
დაფა. ცარცი.
5 წთ
4
დავალების გამოკითხვა:
წინასწარ მიცემული ჰქონდათ საგან „ჩვენი საქართველოდან“ უკვე ნასწავლი კუთხეების მონაცემების შეგროვება.
მასწავლებლის მიცემულ ცხრილში (კუთხეები უკვე მითითებული იყო) უნდა ამოეწერათ კუთხეების მიხედვით, მათი შესაბამისი ფართობები და მოსახლეობის რაოდენობა. (მასწავლებელსაც აქვს მოსწავლეებისთვის მიცემული დავალებები მოძიებული მისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს).
დემონსტრირების მეთოდი.
წერითი მუშაობის მეთოდი.
პრაქტიკული მეთოდები
ინდივიდუალური
თაბახის ფურცლებზე შესრულებული საშინაო დავალება.
2წთ
5
მასწავლებელი ქმნის ჯგუფებს (2 ოთხი მოსწავლისგან შედგენილი), და თითოეულ ჯგუფში ადგენს ცხრილის შევსების სისწორეს ჩამოვლით, (სავარაუდოდ ერთი და იგივე მონაცემები უნდა ჰქონდეთ, მხოლოდ ერთი სახელომძღვანელო ჰქონდათ მითითებული). ურიგებს თითოეულ ჯგუფს დავალებებს, წინასწარ მომზადებული თაბახის ფურცლებზე, რომელსაც ახლავს ინსტრუქციაც, თან ზეპირადაც აცნობს მათ დავალებას, აგრეთვე აცნობს შეფასების კრიტერიუმებს, აძლევს რეკომენდაციებს ჯგუფის ყველა შესასრულებელი კომპონენტისათვის.
თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება.
ჯგუფური (collaborative) მუშაობა.
ევრისტიკული მეთოდი.
ჯგუფური
თაბახის ფურცლები.
საწერი კალამი,

კომპიუტერი: ექსელი.
12წთ

მოსწავლეებმა მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად უნდა დაახარისხონ მათი მოპოვებული ინფორმაცია. შეადგინონ ახალი ცხრილი, (მასწავლებლის მიერ წინასწარ მიცემულ თაბახებზე, მხოლოდ რიცხვები აქვთ ჩასაწერი გამოთვლების შემდეგ, გამოთვლებს აკეთებენ ფურცელზე, შესასრულებელი არის მარტივი გამოთვლები). ერთი ჯგუფი მუშაობს ერთ სვეტზე.
დასრულების შემდეგ იყოფიან წყვილებად. ექსელის ფაილში უნდა ატვირთონ მათივე შესრულებული ცხრილი. (მასწავლებელს წინასწარ აქვს გამზადებული ვორდის ფაილში ჩამონათვალი და ის ცხრილი, რომელზეც მათ იმუშავეს თაბახებზე, რათა სიტყვების აკრებაზე დრო დაზოგონ ტექსტს აკოპირებენ ექსელში). რიცხვებს კი თავად აკრებენ შესაბამის უჯრებში. ცხრილსაც დააფორმატებენ  მათივე  გემოვნებით და
ააგებენ ერთი წყვილი სვეტოვან, ხოლო მეორე წყვილი წრიულ დიაგრამას.
სულ გამოვა 4 ნამუშევარი.
I - საქართველოს კუთხეების მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა სვეტოვანი დიაგრამით;
II - საქართველოს კუთხეების მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა წრიული დიაგრამით;
III - საქართველოს კუთხეები ფართობის მიხედვით სვეტოვანი დიაგრამით;
II - საქართველოს კუთხეები ფართობის მიხედვით  წრიული დიაგრამით;





თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება.
ჯგუფური (collaborative) მუშაობა.
ევრისტიკული მეთოდი.
სინთეზის მეთოდი.
ჯგუფური / წყვილებში

15 წთ

გუგლის საძიებო ველში მოიძიებენ სურათს საქართველოს კუთხეების ამსახველს და ექსელის ფაილთან ერთად
გადააგზავნიან ელექტრონული ფოსტის გამოყენებით მასწავლებლის საფოსტო მისამართზე.

ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება.
პრაქტიკული მეთოდები.
ელექტრონული სწავლება (E-learning)

წყვილებში
კომპიუტერი. პროექტორი. თაბახის ფურცლები. საწერი კალამი.
5 წთ

თითოეული ჯგუფი - წყვილი გააკეთებს პრეზენტაციას შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

დემონსტრირების მეთოდი

კომპიუტერი. პროექტორი. თაბახის ფურცლები. საწერი კალამი.
5წთ

მასწავლებელი შეაჯამებს გაკვეთილს
ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი.

ფლიპჩარტი. მარკერი. ან ცარცი და დაფა. ან ეკრანზე წინასწარ მომზადებული სლაიდით.
1 წთ

შეფასება.
თვითშეფასება ფურფლებზე;
მასწავლებელი არიგებს თვითშეფასებისათვის ფურცლებს და აკეთებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს. შეფასებები კეთდება აუცილებლად ჯგუფური სამუშაოს მიმდინარეობისასაც როდესაც მასწავლებელი ფასილიტატორის როლშია და ყურადღებით აკვირდება და ინიშნავს თითოეული ჯგუფის და ინდივიდუალურადაც მოსწავლის მიღწევესბს.
დემონსტრირების მეთოდი
ინდივიდუალური
თაბახის ფურცლებზე „თვითშეფასების“  რუბრიკა.
მასწავლებლის შეფასების დღიური.
საკლასო ჟურნალი.

2 წთ.

საშინაო დავალების მიცემა:
საქართველოს კუთხეების შესახებ მეტი ინფორმაციის (მაგალითად: რაიონების რაოდენობა, სოფლები, მე-5 კლასის მოსწავლეთა რაოდენობა და სხვა) მოძიება. კონკრეტუად მითითებული საიტებიდან და ბიბლიოთეკებიდან. დიზაინის დახვეწა და სხვა დიაგრამების სურვილის მიხედვით აგება.
დედუქციური მეთოდი
საერთო საკლასო
ეკრანზე მაპროვოცირებელი ფოტოები ( თითოეული რეგიონის ღირსშესანიშნაობებით)
1წთ










გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მათ. V.2.     მოსწავლეს შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება.
მათ. V.3.     მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშვნელიან წილადებზე მოქმედებების შესრულება.
მათ. V.4.     მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.
მათ.V.12.    მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·                     ქმნის მარტივ ცხრილს არაუმეტეს ოცი კლასიფიცირებული და დალაგებული მონაცემისთვის (მაგალითად: განსაზღვრავს ჭდეებს, სათაურს, სვეტებისა და სტრიქონების რაოდენობას და ადგენს მონაცემთა ცხრილს);
·                     კლასიფიცირებული მონაცემებისთვის ურთიერთცალსახა შესაბამისობის წესით ქმნის სვეტოვან დიაგრამას უჯრებიან ფურცელზე (მაგალითად: განსაზღვრავს ჭდეებს, სათაურს, სვეტების რაოდენობას და აფერადებს უჯრებიანი ფურცლის შესაბამისი სიგრძის ზოლებს).
მათ.V.13.    მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·                     სვამს საძიებო/შემაჯამებელ კითხვებს მონაცემების შესახებ, რომლებიც წარმოდგენილია სვეტოვანი დიაგრამის სახით
·                     ადარებს მონაცემთა ორ ერთობლიობას და წარმოაჩენს თვისობრივ და რაოდენობრივ მსგავსებასა და განსხვავებას მათ შორის (თვისობრიობა უკავშირდება ჯგუფში მონაცემთა გვარობას/ტიპს, მონაცემთა გამეორებადობას, პოზიციას და თანმიმდევრობას, გამორჩეულ მონაცემებს);
გამოთქვამს ვარაუდს მონაცემთა საფუძველზე (მაგალითად, გამოკითხვის “ვინ რა გადაადგილების საშუალებას იყენებს სკოლაში მისასვლელად” შედეგების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს, დაახლოებით რამდენი ბავშვი ცხოვრობს სკოლასთან ახლოს).


შეფასება:
დაკვირვების დღიური.
შეფასების დათვითშეფასების სქემები (დანართის სახით N1; N2; N3)
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება;
საკლასო ჟურნალში შეფასება;
მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და/ან რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს გეგმას)


ხელმოწერა: თ. შენგელია

თარიღი: 25.05.2018წ


დანართი N1
შ ე ფ ა ს ე ბ ი ს   ს ქ ე მ ა
N
კ რ ი ტ ე რ ი უ მ ე ბ ი
  უ ლ ა
1
 მოსწავლეს შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება.
0 - 1
2
მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშვნელიან წილადებზე მოქმედებების შესრულება.
0 - 1
3
მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.
0 - 1
4
მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.
0 – 2
5
მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.
0 - 3
6
მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
0 - 2

დანართი N2
       ჯგუფური      მუშაობის     შეფასების     რუბრიკა
N
ჯგუფში მონაწილე მოსწავლეთა
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება.


სამუშაოს დაგეგმვა    და  ფუნქციების გადანაწილება.

დროის ლიმიტი


თანამშრომლობა                ( საკომუნიკაციო და სოციალური უნარები)
ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაო



სახელი
გვარი

1

2

3

4

1

2

3

4

1

2

3

4

1

2

3

4

1

2

3

4
1






















2






















3






















4






















5






















6






















7






















8























კრიტერიუმები
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება.

სამუშაოს დაგეგმვა    და  ფუნქციების გადანაწილება.
დროის ლიმიტი


თანამშრომლობა                ( საკომუნიკაციო და სოციალური უნარები)
ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაო


ვერ ფლობს
1
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი ვერ გააცნობიერა.
ჯგუფმა სამუშაო ვერ დაგეგმა. წევრებს შორის ფუნქციები არ გადანაწილებულა.
ვერ იცავს დროის ლიმიტს.
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი.
ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნება თანამშრომლობითი  გარემო.
ვერ შეასრულეს დავალებული სამუშაო.
ნაწილობრივ ფლობს
2
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა.
ჯგუფმა სამუშაო ნაწილობრივ დაგეგმა. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა.
უჭირთ დროსი ლიმიტის დაცვა.
ნაწილობრივ გააჩნიათ აზრთა გაზიარების უნარი. აქტიურ და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა.
ნაწილობრივ შეძლეს სამუშაოს შესრულება.
უმეტესწილად ფლობს
3
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი გააცნობიერა.
ჯგუფმა სამუშაო სათანადოდ დაგეგმა, მაგრამ ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა.
საკმაოდ იცავენ დროის ლიმიტს.
საკმაოდ გააჩნიათ აზრთა გაზიარების უნარი. ჯგუფის წევრები აქტიურობდნენ, მათ შორის იყო ძირითადად პოზიტიური ურთიერთო ბები.
უმეტესწილად შეძლეს სამუშაოს შესრულება
სრულად ფლობს
4
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა.
ჯგუფმა სამუშაო სწორად დაგეგმა და ფუნქციები თანაბრად გადანაწილდა.
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს.
გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარები. სამუშაო იყო ნაყოფიერი. ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური,  საქმიანი ურთიერთობა.
სრულყოფილად შეასრულეს სამუშაო.







დანართი N3
TviTSefasebis sqema
____________________________________________________________________________

კრიტერიმები

კომენტარი
შენიშვნა
იყო თუ არა სახალისო?




რა მოგეწონათ, რა იყო საინტერესო ამ მუშაობაში






რას შეცვლიდით, ან რომელ აქტივობას  ამოიღებდით საერთოდ





რა იყო გუნდის მიღწევა?






რას გაითვალისწინებდით მომავალში





შეაფასეთ გაკვეთილი





შენი თვითშეფასება (ქულით)











No comments:

Post a Comment

ტრენინგის მეხუთე დღე

დღე საინტერესოდ დაიწყო  .ვისწავლე  ბლოგის შექმნა.მადლობა მარის.